„ჯორჯიან მანგანეზი“ – საწარმოო პროცესების შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე მზადყოფას გამოთქვამს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, კომპანიის საწარმოო პროცესების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო მედიაციის პროცესში, მათი სახელით, მოლაპარაკების წარმოებაზე უფლებამოსილ წარმომადგენელთა დასახელებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობის დადასტურების თაობაზე.
მან ითხოვა მედიაციის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნის ან უარის გაცხადების წერილობით დადასტურება, არაუგვიანეს 20 მაისის 10:00 საათისა. ამასთან, მიმართვით, მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.
მედიატორის მიმართვის პასუხად, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სურვილი მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე და განაცხადა მზადყოფნა, დასაქმებულებთან გამართული, ჯანსაღი და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა, რაც ორივე მხარეს მისცემს საშუალებას, მიმართონ საერთო ძალისხმევა არსებული უთანხმოებების გადაწყვეტისკენ, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.
ამასთანავე, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნეს, რომ კომპანიისთვის საკითხის დროული გადაწყვეტა და საწარმოო პროცესების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში სრული აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები