კახა კალაძე: ვინც არ უნდა იყოს ის, ყოფილი პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, მთავრობა შესაბამის რეაგირებას მოახდენს

“პროვოკაციებზე პირდაპირ გვესაუბრებიან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც ყველასთვის ერთია”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს.
“ვინც არ უნდა იყოს ის, ყოფილი პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, მთავრობა შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ჩვენს ქვეყანას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს სტაბილურ გარემოში. პროვოკაციებზე პირდაპირ გვესაუბრებიან, ამას არ მალავენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც ყველასთვის ერთია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები