გიორგი გახარია ხელკეტებსა და აღჭურვილობაზე: ეს არის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობა

ეს არის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აღჭურვილობა და ესენი სულ ასე გადაადგილდებიან, ეს მათი მოვალეობაა – ასე უპასუხა ზუგდიდში შს მიისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს იმ კითხვას, რომლის თანახმადაც სამართალდამცველების მანქანაში ხელკეტები და სხვა სპეციალური აღჭურვილობა ნახეს.
“ეს არის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და ეს მათი აღჭურვილობაა. ესენი სულ ასე გადაადგილდებიან ეს მათი მოვალეობაა.
ის რაც თქვენ გააკეთეთ და ის პოლიციელები გიყურებდნენ ამას შეიძლება შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. ამ ეტაპზე ყველაფერი მშვიდადაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პარტიის ზოგი ლიდერი შორიდან იმუქრება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები