ცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებზე, 15:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში ფიქსირდება, სადაც საკუთარი არჩევანი უკვე ამომრჩეველთა 56,4 პროცენტმა დააფიქსირა.
ყველაზე დაბალი აქტივობა 15:00 საათისთვის თბილისში, კვლავ მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა – 21%.
სხვა რაიონებში კი 15:00 საათისთვის აქტივობის მაჩვენებლები შემდეგნაირია: ახმეტა – 36.4 პროცენტი, მარნეული – 22.6 პროცენტი, ადიგენი – 42.9 პროცენტი, ზესტაფონი – 30.5 პროცენტი, ჭიათურა – 32.4 პროცენტი, ტყიბული – 29.6 პროცენტი, წყალტუბო – 35.4 პროცენტი, ოზურგეთი – 31.7 პროცენტი, ზუგდიდი – 32.8 პროცენტი, ხულო – 40.6 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები