ნათია მეზვრიშვილი: გარკვეული პროვოკაციებისა და სიტუაციის გამწვავების მცდელობისთვის, დაკავებულია 5 პირი

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, არჩევნების დღეს, გარკვეული პროვოკაციებისა და სიტუაციის გამწვავების მცდელობისთვის, დაკავებულია 5 პირი, მათ შორის ორზე დაწყებულია გამოძიება.
​მან საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან კანონი და ნუ მოახდენენ სიტუაციის ესკალაციას.
“დაკავებულია 5 პირი, 2-ზე გამოძიება დაიწყო. აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები. სახეზეა პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა. მოვუწოდებთ ყველას, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციას მოუწევს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”,-,განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები