ანა მიქელაძე: ამომრჩეველი არ არის ვალდებული, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე მყოფ რომელიმე პირს, გარდა, კომისიის წევრისა

0

„ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა“, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლთა პირადობის მოწმობების შემოწმებისა და უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა.
„ამომრჩეველს არ აქვს ვალდებულება, აჩვენოს ან გადასცეს პირადობის დოკუმენტი უბანზე ყოფნის უფლების მქონე არცერთ პირს, გარდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრისა. მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელსა და რეგისტრატორს აქვთ უფლება, მოსთხოვონ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა და დაამუშაონ მონაცემები, კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით. ამასთან, დამკვირვებლებს აქვთ ყველა პროცესზე დაკვირვების უფლება, თუმცა ისე, რომ არ შეაფერხონ ამომრჩეველი, ხელი არ შეუშალონ პროცესსა და კომისიის მუშაობას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი