ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, რომელიც 11 საათზე დაიწყო, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. მათი თქმით, ისინი სხდომაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს დააყენებენ.

სხდომის დაწყებამდე დერეფანში ოპოზიციის ლიდერები მირანდა მესხს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
მათივე თქმით, ისინი კომისიის წევრებს იმ ვიდეომასალას წარუდგენენ, რომელშიც, მათივე მტკიცებით, ასახულია, თუ რა პირობებში ინახებოდა საოლქოდან უბნებზე გაცემული ბეჭდები.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ბეჭდები კომისიის თავმჯდომარეებს სახლში ჰქონდათ და არა – უბნებზე.

მესხის განცხადებით კი აღნიშნული საკითხების განხილვის მოთხოვნით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაბამისი განცხადება უნდა შემოიტანოს. ამასთან, მირანდა მესხის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია, შესაბამისად, გადადგომას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები