სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს

საგამოძიებო სამსახურმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, რათა ამ უკანასკნელს სატყეო უბნის ტერიტორიაზე კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, აღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები