ფონიჭალაში ავარიას მოხუცი ქალი ემსხვერპლა

ფონიჭალაში მსუბუქი მარკის ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც მოხუცი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.
უწყების განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები