ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოების, რუსთავის ფოლადისა და ჯეოსტილის მუშაობას გაეცნობა

14 მაისს, 09:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებს – რუსთავის ფოლადსა (მის: რუსთავი, გაგარინის ქ. # 12) და ჯეოსტილს (მის: რუსთავი, დავითგარეჯის ქუჩა # 36) ეწვევა.

მინისტრი ადგილზე გაეცნობა საწარმოების მუშაობას, არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს, როგორ აპირებენ დანერგონ ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას მისცემს საწარმოებს შეამცირონ ენერგოდანახარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები