„სადახლოზე“, „სარფსა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა  9-12 მაისს  საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთეს.
„მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 9,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონა – 105,4 კგ.) აღმოაჩინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სანქციის სახით  ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები