„ქუთაისის აეროპორტში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის მოქალაქე პ.ჯ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (TRAMAL (TRAMADOL) – 10 აბი.) გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები