გივი მოდებაძე: მე ვიქნები ყველა ჭიათურელის უფლებების დაცვის გარანტი
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გივი მოდებაძემ “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მოდებაძე დღეს მექანიკური საამქროსა და ავტოსატრანსპორტო საამქროს წარმომადგენლებს შეხვდა.
,,მე ყოველთვის მქონდა და მაქვს თქვენი, ჭიათურელი მაღაროელების იმედი. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მე ვიქნები ყველა ჭიათურელის უფლებების დაცვის გარანტი. ჭიათურის მერობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თქვენ წინაშე ვიღებ. დარწმუნებული ვარ, ვიქნები ღირსეული მერი და დავიცავ ყველა ჭიათურელის ინტერესს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
შეხვედრაზე გივი მოდებაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.