ნადიმ ვასაძემ მდინარე ღორჯომის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ღორჯომისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება. ამის შესახებ „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„სამუშაოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 795 000 ლარია გამოყოფილი, ტენდერით გამოვლენილი კომპანია ამხანაგობა „კაპიტელი+“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია – სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ობიექტი დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ვასაძემ დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები