„EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ დასრულდა

სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 და სამედიცინო ტურიზმის მე-2 საერთაშორისო გამოფენა “EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ დასრულდა.
სამდღიან გამოფენაზე ხულოს მუნიციპალიტეტმა ხალხური რეწვის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ფოლკლორი და ადგილობრივი კულინარია წარმოადგინა. სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული იქნა ისტორიული მემკვიდრეობისა და ტურისტული ობიექტების სარეკლამო ბუკლეტები და ფლაერები. მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტო და ვიდეო ჩვენება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების ფოტოგამოფენა.
„გამოფენაში ქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური ბენდი „გოდერძი“, ვაშლოვანის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ხომლი“ და საციხურის საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ამსამბლი „საციხური“. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ხულოს მუნიციპალიტეტი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გასტრონომია, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და საინფორმაციო მასალები. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია და მისი გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება. გამოფენაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, გამოფენა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია GEONET EXPO-ს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები