ხულოში ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგი განხორციელდა

ხულოში მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ნადიმ ვასაძემ და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – ზაზა აბულაძემ სოფელ დეკანაშვილებში თამაზ დეკანაძისა და მიშა ბოლქვაძის საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე ფერდსამაგრი სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ლოკაციაზე რკინა-ბეტონის კედლის ჩამოსხმა.
„ინფრასტრუქტურული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 24 958 ლარია რომელსაც შპს „ოლიმპო“ ასრულებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და ივნისში დასრულდება“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები