სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემია აშენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის საფუძველის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.
სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, “თასების მფლობელთა თასის” გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნელები იმყოფებოდნენ. ლევან კობიაშვილმა ადგილობრივებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო. პროექტის მიხედვით, რუხში 6.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ფეხბურთის ორი – ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება,
დღესვე სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთი რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა უეფა-ს შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები