გიორგი შენგელია: ოპოზიციამ კონფრონტაციული გზა აირჩია, დებატებს კვლავ “საზმაუზე” ვთავაზობ

გიორგი (გეგა) შენგელია ოპოზიციონერ ოპონენტს, სანდრა რულოვსს კვლავ იწვევს დებატებში. მისი თქმით, ოპოზიციამ კონფრონტაციული გზით წასვლა არჩია, მაგრამ მისი პოზიცია უცვლელია – დებატები შედგეს ცივილიზებულ გარემოში, დაპირისპირების გარეშე.

“მე მზად ვარ, რა თქმა, ამ დებატებში მონაწილეობა  მივიღო. მე ჩვენს ოპონენტს “პირველ არხზე” შევთავაზე დებატები, მაგრამ  მათ არჩიეს კონფრონტაციული გზით წასვლა. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი – ოპონენტებს ვთავაზობ, “პირველი არხის” მეშვეობით განხორციელდეს დებატები, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”  დებატებში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა,  გიორგი შენგელიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს რამდენჯერმე შესთავაზა დებატებში მონაწილეობა, რულოვსმა შეთავაზებას ვიდეომიმართვით უპასუხა  და განაცხადა, რომ დებატებს მხოლოდ ადგილორივი მოსახლეობის თანდასწრებით გამართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები