გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტობანზე, გორის გვირაბთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან 3 მსუბუქი, ხოლო ერთი კამაზის ტიპისაა. ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები