მე ძალიან ვამაყობ იმ ცხრა წლის მმართველობით, რომელშიც ჩემი მეუღლე იყო ორი ვადით არჩეული და მე ვიყავი პირველი ლედი, – ასე უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა ჟურანლისტების კითხვას, იყო თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა ძალადობრივი.
მისივე თქმით, როცა არის ნულოვანი ტოლერანტობა, სწორედ მაშინ არის უსაფრთხოება, რომელსაც თავის მხრივ, ინვესტიციები, დასაქმება და შემოსავლები მოაქვს.
“მე ძალიან ვამაყობ იმ ცხრა წლის მმართველობით, რომელშიც ჩემი მეუღლე იყო ორი ვადით არჩეული და მე ვიყავი პირველი ლედი. რა თქმა უნდა, იმას ჰქონდა თავისი მოვალეობა და მანდატი, მე, როგორც პირველი ლედი, ვიყავი კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში. მე მის საქმეებში არ ვერეოდი, მაგრამ ვიცი, რომ იყო შეცდომები და ამას თვითონაც აღიარებს და ღიად საუბრობს. სადაც ბევრი საქმე კეთდება, იქ არის შეცდომებიც. ვწუხვარ, თუ ვინმე დაზარალდა ამის გამო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ როცა არის ნულოვანი ტოლერანტობა და არის ძლიერი ხელი – არის უსაფრთხოება. უსაფრთხოებას მოაქვს ინვესტიციები, დასაქმება და შემოსავალი. მაგრამ უნდა იყოს ბალანსი. ძნელია ამ ბალანსის პოვნა მაგრამ თუ ვინმე დაზარალდა აქ არის დამნაშავე და დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, განაცხადა სანდრა რულოვსმა.