ზაალ ანჯაფარიძე: არ არის გამორიცხული, რომ მაჩალიკაშვილს გასჩენოდა შურისძიების განცდა და მოეყვანა კიდევაც სისრულეში ეს განზრახვა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშილს სუს-ის მაღალჩინოსნის მიმართ შურისძიების განცდა გასჩენოდა. მისივე თქმით, მაჩალიკაშილი მუდმივად საუბრობდა სისხლის აღების ტრადიციაზე.
“მაჩალიკაშვილი თვითონ აცხადებს, რომ სისხლის აღების ტრადიცია არის მთიელ ერში. ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. თავად მაჩალიკაშილი ვერ გააკეთებს აღიარებას. ეს რომ თქვას, მაშინ მას ციხეში წასვლა მოუწევს, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ის ყოველთვის ადანაშაულებდა სოსო გოგაშვილის იმ სპეცოპერაციის გამო, რომლის ფარგლებშიც მისი შვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მას გასჩენოდა შურისძიების განცდა და მოეყვანა კიდევაც სისრულეში ეს განზრახვა”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები