პირი, რომელმაც თბილისში სამგზავრო ავტობუსის მძღოლი დაჭრა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხელ კვალზე დანაშაული გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა 1952 წელს დაბადებული მამაკაცი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 მაისს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სატრანსპორტო კომპანიის სამარშუტო ავტობუსის მძღოლს, გ. ბ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ გ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები