ალექსანდრე იაშვილი: უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო, გაუქმებულ ნორმაზე მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის განმარტებით, “გირგვლიანის საქმის” განხილვისას უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო, უკვე გაუქმებულ ნორმაზე მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.
შესაბამისი განცხადება იაშვილმა თსუ-ში, მრგვალი მაგიდის – “სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ ფორმატში საუბრისას გააკეთა.
ამასთან, როგორც იაშვილმა აღნიშნა, მან ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი, თუ რომელ ნორმასთან დაკავშირებით უნდა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უზენაეს სასამართლოს “გირგვლიანის საქმეზე” მსჯელობისას და ამ თუ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოეთხოვა.
“დღესაც ეს ნორმა მოქმედებს – არ არსებობს გამოძიებაში დაბრუნების ინსტიტუტი არც პირველი და არ სხვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებიდან. სასამართლოს არ აქვს უფრო მძიმე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა. ეს არის შეჯიბრებითობის პროცესის და სამართლიანი განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომც დაბრუნებულიყო ის ძველი ნორმა, რამდენად კომფორტული იქნება თქვენთვის – ადვოკატებისთვის, რომ თუნდაც პირველი და ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებიდან მოხდეს საქმის კვლავ გამოძიებაში დაბრუნება, ბრალდების მხარეს მიეცეს ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა და უფრო მძიმე ბრალდებით წარდგეს?! დღეს ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც შეჯიბრებითობის პრინციპი მოქმედებს”, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა და აღნიშნა, რომ “სასამართლოს აქვს თავისი ფუნქცია, ბრალდება სასამართლოს უფლებამოსილება არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები