მაია ცქიტიშვილი: გიორგი ქობულიას თავის შემდგომ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ
სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებისას მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ გააკეთა კომენტარი.
“მე ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთებ მხოლოდ ერთ კომენტარს – მინდა, ბატონ გიორგი ქობულიას ვუსურვო წარმატებები თავის შემდგომ საქმიანობაში. კიდევ უფრო მეტი წარმატება მინდა, ვუსურვო ქალბატონ ნათია თურნავას ყველა იმ გამოწვევის დაძლევასა და გეგმების განხორციელებაში, რომელიც მას ეკონომიკის სამინისტროში აქვს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 3 კვირის წინ დატოვა. იგი ამ თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.