ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები დღეიდან დაიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სოფელ პირველ ობჩაში გარე განათების ქსელის მონტაჟი მიმდინარეობს.
„150 დიოდური სანათი, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, სოფელ პირველ ობჩაში განთავსდება. სამუშაოებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინდმეწარმე “ბესიკ ზირაქაძე” ასრულებს, გარე განათების ქსელის მონტაჟის ჯამური ღირებულება 18,600 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები