მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარს სარწყავი წყლის პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოუგვარდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებთან შეხვდრის დროს განაცხადა. სოლომონ პავლიაშვილის თქმით, სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა 30 წელია, აწუხებს.
“აქ იყო პატარა შეფერხება ერთ-ერთ უბანზე. ადგილზე ვნახეთ ის ლოკაცია, რაც პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული პრობლემა მოგვარდება უახლოეს მომავალში”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მარნეულის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი, ზაურ დარგალიც ესწრებოდნენ.
“სოფლის მეურნეობის სფერო ჩვენი პრიორიტეტია. მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ პროექტების განხორციელებაში. მთავრობას აქვს ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი, თუმცა ადგილობრივები ამის შესახებ ინფორმირებულები არ არიან”, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.