ნიკოლოზ ჩხეტიანი: ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით, ამ სოფელში მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი და აშენდება საბავშვო ბაღი
ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
,,ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით რესტავრირდება სახლი, სადაც გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი და ფონდი ,,ქართუ” ამ სოფელში ააგებს საბავშვო ბაღს, რომელიც გათვლილია 60 ბავშვზე. მხოლოდ ამ წელს რამდენიმე მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდება. ხარჯთაღრიცხვები, ჯერჯერობით, გაწერისა და დამუშავების პროცესშია”, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, სოფელ ხიბულაში ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და ადგილობრივებს გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.