ალექსანდრე მოწერელია: ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის გახსნის იდეა ოქტომბერში გაჟღერდა და არჩევნები არაფერ შუაშია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
,,მოგეხსენებათ, ამ სახლში დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ აქ მოეწყოს მემორიალური მუზეუმი. ამ სახლის რეკონსტრუქციის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში გავაჟღერეთ. მაშინ შევხვდით სახლის რამდენიმე მფლობელს და გვქონდა დიალოგი, ეს სახლი გადმოცემოდა სახელმწიფოს და გახსნილიყო მემორიალური მუზეუმი. დღეს ეს ,,ფონდ ქართუს” საშუალებით ხორციელდება. როგორც მოგახსენეთ, ოქტომბრის თვეში იყო იდეა გაჟღერებული, ამიტომ არჩევნები არაფერ შუაშია”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
შეგახსენებთ, სოფელ ხიბულაში ცოტა ხნის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და ადგილობრივებს გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები