სოფელ ჰერეთისკართან მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზანზე წყლის დონემ დაიკლო და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით, მაღალი განმავლობის ავტოტრანსპორტი ორივე მიმართულებით მორიგეობით მოძრაობს.
შეგახსენებთ, რომ, მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.