დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

ამ წუთებში თბილისის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის გამოკითხვა მიმდინარეობს.
ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
მისი ადვოკატის, ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები