თბილისი (პანტიანი) -მანგლისის გზის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება

თბილისი (პანტიანი) – მანგლისის გზაზე 10 კმ-იანი (კმ23-კმ32) მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხორციელდებოდა.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილებისა და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 995 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები