ვახტანგ ბერიძე: ჩემი არჩევის შემთხვევაში, სასმელი წყლის პრობლემა ყველა სოფელში მოგვარდება

​წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი დღეს ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრისას მოქალაქეებმა პრობლემად შიდა სასოფლო გზების, სასმელი წყლისა და მეწყერული პროცესები  დაასახელეს.  მმართველი გუნდის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
“შეხვედრებიდან გამომდინარე ძირითადი პრობლემა შიდა სასოფლო გზები და სასმელი წყალია. არის მცირე მეწყერული პროცესები, რომელთა ლოკაციებსაც სპეციალისტები შეისწავლიან და აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი ღონისძიებები. სოფელ სტეფანაშვილებში არის სასმელი წყლის პრობლემა, ადგილობრივებს შევპირდი, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, წელს შევისყიდით პროექტს და უახლოეს დროში მოვაგვარებთ პრობლემას.
ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა, სოციალური პროგრამების მიმართულებით ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი და საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას, მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება”,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები