“ზუგდიდი არ იყიდება” – გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა ენგურის ხიდისკენ

“ზუგდიდი არ იყიდება“ – ამ სახელწოდებით გაერთიანებული ოპოზიცია  „ძალა ერთობაშიას“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ზუგდიდში აქცია-მსვლელობას მართავენ.
ახალგაზრდების თქმით, სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ ისინი წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებს.
აქციის მონაწილეები საქართველოს დროშებით ენგურის ხიდისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, ირაკლი პაჭკორიამ განაცხადა, აქცია ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც ფერად კვამლს გაუშვებენ.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები