მდინარე ალაზნის ადიდების გამო, ჰერეთისკართან გადაადგილება აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე, მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენის გზის გავლით განხორციელდება.