ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში „ახალი მზერის” ექიმებმა თვალის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის მოსახლეობას სოფლის ამბულატორიაში თვალის უფასო სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. კლინიკა “ახალი მზერის” ექიმ-ოფთალმოლოგები მოქალაქეებს გამოკვლევის სრულ სერვისს სთავაზობენ.
სამედიცინო აქცია სოფელ წითელხევში მერის წარმომადგენლის – ჯანო ლილუაშვილის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის – გაბრიელ ღიბრაძის, კლინიკა “ახალი მზერის” ხელმძღვანელის – მერაბ დვალისა და ექიმ ნინო ლილუაშვილის ერთობლივი ორგანიზებით ხორციელდება.
როგორც ბაღდათის მერიაში აცხადებენ, გამოკვლევები წითელხევში გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები