ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ბ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (ჩოდეინე Pჰოსპჰატე -50 აბი) გამოავლინეს.
„ფაქტზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აწარმოებს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.