“უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა”

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანებას გამოეხმაურა.
„უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მუშაობის შედეგია, რათა ამ ეროვნულ იდეას ხორცი შესხმოდა“, – აცხადებს პარლამენტარი მარიამ ჯაში.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაა.
„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებისა და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ სანდოობა გაიზრდება ევროკავშირის და საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უპრეცედენტო ასპარეზს მოიპოვებს. გარდა ამისა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამარტივდება როგორც დიპლომების აღიარების, ისე – შემდგომი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების შეძენის საშუალება ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები