ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ ავარიულად გამოირთო – ქვეყნის მასშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდულია

ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია თბილისის რიგ უბნებშიც
“დღეს, 18:11 წუთზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია”, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები