წელს პარლამენტში გიორგი გახარიას მეხუთედ უსმენენ – „ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი“

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცეპრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა დაიწყო.
გიორგი გახარიამ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშს და, ასევე, უპასუხებს ყველა შეკითხვას.
“დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე ამ ტრიბუნაზე ვდგავარ 1 წლის განმავლობაში და მაქვს პატივი, მივმართო საქართველოს პარლამენტსა და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და, შესაბამისად, ვეცდებით, პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენი ძირითადი მიზანი დღეს გახლავთ ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები აქვს და რა მიმდინარე პროექტები აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები