3 მაისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს  თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

როგორც „კვირას“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. მათივე ცნობით, სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.

„ღონისძიება თემქისა და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით იმართება და ძირითად სამიზნე ჯგუფს სამუშაოს ამ რაიონში მცხოვრები მაძიებლები წარმოადგენენ. თუმცა, ფორუმში მონაწილეობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.  ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები  მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო  პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ“, – აცხადებენ სააგენტოში.

ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი – თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები