თბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის მხარეს მამაკაცი ცხედარი იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.