ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კონკურსს – „აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი სამშობლოა“ აცხადებს

საქართველოს დამოუკიდებლობის გაამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებს – ”აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი სამშობლოა”.
„კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 17 წლამდე შვილები და შვილიშვილები. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კონკურსში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობა.
კონკურსი გაგრძელდება 25 მაისამდე. საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, მხატვარი გიგა არველაძე იქნება. სამსახურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ნახატები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცემულ საგანგებო კატალოგში და გამოიფინება სამსახურის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას მათი ნამუშევრების სამსახურის კატალოგში გამოყენების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით.
კონკურსანტებმა, ნახატებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ დაბადებისა და ვეტერანი მამის ან ბაბუის ვეტერანის მოწმობების ასლები, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, საკუთარი ნამუშევრების გამოაგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks
კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა, შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის მეორე შესახვევი 12ა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 2 48 16 26“,- ნათქვამია ვეტერენათა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები