ხვალიდან აცივდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს, დღის ბოლოდან 4 მაისის გვიან საღამომდე საქართველოში მოსალოდნელია, დროგამოშვებით, წვიმა ელ-ჭექით, ზოგან – ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა, ელ-ჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები