გია ჟორჟოლიანი პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვს

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
ჟორჟოლიანმა საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს დღეს მიმართა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ შრომის როლი ქვეყნის განვითარებაში კარგად უნდა გააცნობიეროს.
„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ პირველი მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ, როგორც ეს არის ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისა და პატივისცემის დღე. მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ შრომის როლი ქვეყნის განვითარებაში. პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, შრომის გარეშე, რომელიც ადამიანებში ენთუზიამს, შემოქმედებითი პონტენიალის რეალიზებას ვერ ახდენს, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ამას კარგად გააცნობიერებს და, მათ შორის, იმედი მაქვს ზეგავლენას მოახდენს იმ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები