„ვივა-მედში“ ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის”ორგანიზებით, 3 მაისს, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „ვივა-მედში“, თბილისში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
ბენეფიციარებს მომსახურებას კვალიფიციური თერაპევტი, ნევროლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, უროლოგი და ანგიოლოგი გაუწევენ. უფასოდ ჩაუტარდებათ რენდგენოლოგიური (ექიმის დანიშნულებით) გამოკვლევა, ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრამა, ”დოპლერი”, ასევე, TSH და PSA კვლევები.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება. კლინიკის მისამართია დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12-ე კილომეტრი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები