თბილისის ყველა რაიონში სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქციის რეალიზებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა
თბილისის ყველა რაიონში სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, საკუთარი პროდუქციის რეალიზება მოახდინონ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მი
ი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. კალაძის განმარტებით, სპეციალურ ადგილებთან ერთად, კვირაში რამდენიმე დღე გამოიყოფა.
„ბაზრობებთან დაკავშირებით ადრეც გავაკეთე განცხადება და რაიონების გამგებლებს მოვუწოდე, გამოეყოთ ტერიტორიები ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დგანან და სოფლად მოყვანილ პროდუქტს ყიდიან, რაც კანონით აკრძალულია. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. ათივე რაიონში გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, მოეწყობა სპეციალური დახლები, მითითებული იქნება კვირაში 2-3 დღე, როდესაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განთავსდნენ და თავიანთი პროდუქტების რეალიზება მოახდინონ. დახლების მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადება. ეს არის ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ. მათაც კარგად უნდა გაიგონ, რომ არის ადგილები, სადაც ვაჭრობა არ შეიძლება, კატეგორიულად მიუღებელია, სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს გამვლელებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.