თბილისის მერია სამშენებლო ობიექტებზე დაუგეგმავი რეიდების ​ჩატარებას იწყებს

“ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
​მისივე თქმით, ამ საკითხზე მეტი ყურადღებაა საჭირო, ამიტომ სამშენებლო ობიექტებზე რეიდებ​ი გახშირდება.
“​თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით, გასულ წელს, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს იქ მისვლა და გადამოწმება, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები