ქართული ფილმი “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი “თეთრი ქარავანი” 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება!

“თეთრი ქარავანი” სექციაში Cannes Classics იქნება ნაჩვენები.

ამასთან დაავშირებით, ხვალ, 1 მაისს, 13:30 საათზე, ეროვნული კინოცენტრი (მის: გამასახურდიას სანაპირო #4) პრესკონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია, მსახიობი – იმედო კახიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი – ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი – გიორგი კაკაბაძე დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები