საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება
16 ივნისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი – „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.
“Black Sea Arena”-ს ცნობით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.
ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.