წვიმა და სეტყვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მათივე ინფორმაციით, 1-2 მაისს, სითბოს მიუხედავად, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
“3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელ-ჭექი და სეტყვა.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები